ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ალბერტო ძაკერონიმ, რომელიც ახლა უმუშევარია, “სკაი სპორტს” ალვარო მორატას შესახებ მცირე კომენტარი გაუკეთა.
“იუვენტუსის” ყოფილი დამრიგებლის აზრით, მორატას და ტევესს შეუძლიათ იტალიაში საუკეთესო ტანდემის შექმნა, ხოლო თავად ესპანელი ფეხბურთელი კი ზლატან იბრაჰიმოვიჩს აგონებს.
“მორატა იბრაჰიმოვიჩს მაგონებს, მას და ტევესს შეუძლიათ სერია A-ს საუკეთესო წყვილად იქცნენ. მართალია, არგენტინელი ბოლო თამაშებია ისე ვერ ბრწყინავს, როგორც სეზონის დასაწყისში, მაგრამ ეს დროებითია”, - განუცხადა ძაკერონიმ “სკაი სპორტს”.
ალბერტო ძაკერონიმ სახელი “უდინეზეში” მუშაობით გაითქვა მე-20 საუკუნის მიწურულს, 1998-1999 წლების სეზონში კი “მილანთან” ერთად სკუდეტოც მოიგო.