"ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბთან ახალ კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს. აღნიშნული ინფორმაცია The Indipendent-მა გაავრცელა.
"მერსისაიდელების" ლეგენდარულ ფეხბურთელს კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება 2014/15 წლების სეზონის ბოლოს ეწურება. ინგლისელ ფეხბურთელს შანსი ექნება კლუბში მინიმუმ ორი წელი დარჩეს და კარიერაც საყვარელ გუნდში დაასრულოს.
მიმდინარე სეზონში 34 წლის სტივენ ჯერარდმა 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.