რაგბი

13:04 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

4 თვით ადრე 40 ათასი

 

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის გასამართ ტესტ-მატჩამდე 4 თვით ადრე, დასასწრები ბილეთების უმეტესი ნაწილი უკვე გაყიდულია.

ამათ შორის აშშ-ში თამაში 1980 წლის შემდეგ არ გამართულა. უკვე ცნობილია, რომ გუნდები ერთმანეთის პირისპირ 2014 წლის 1 ნოემბერს, ჩიკაგოში, ამერიკული ფეხბურთის ცნობილ სტადიონ Soldier Field-ზე გაიმართება, რომელიც 63 500 მაყურებელს იტევს. დღევანდელი მონაცემებით გაყიდულია 40 ათასზე მეტი ბილეთი და დიდი ალბათობით, მატჩის დღეს ტრიბუნებზე ანშლაგი იქნება.

ამ სტადიონმა 1994 წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ხუთ თამაშს უმასპინძლა.

0.10527