ფეხბურთი

13:39 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "ოლიმპიაკოსის დამარცხება რთული იქნება"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მომავალ მატჩამდე "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ განაცხადა, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" და "ბიანკონერის" დამმარცხებლის წინააღმდეგ მის გუნდს რთული მატჩი ელოდება.

"წინ დაძაბული დაპირისპირება გველოდება იმ გუნდთან, რომელმაც "ატლეტიკო" და "იუვენტუსი" საშიანო მატჩებში დაამარცხა. კონცენტრაცია გვმართებს, რათა წინა მატჩისგან განსხვავებით, უფრო კარგად ვითამაშოთ და გადაცემებში სიზუსტე გვქონდეს. მეტოქის დამარცხება რთული იქნება, თუმცა ჩვენი მიზანია მოვიგოთ ორი ბურთის სხვაობით, რათა სამომავლოდ ბერძნულ კლუბთან უპირატესობა გვქონდეს. მომავალ მატჩში დიდი მნიშვნელობა ექნება გულშემატკივრების ფაქტორს. მათი გულმხურვალე გვერდში დგომა და კარგი ატმოსფერო მოედანზე დაგვეხმარება წარმატებაში", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში "იუვენტუსმა" მოულოდნელად სტუმრად პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" 0:1 წააგო. ტურინელებს ჯგუფში მესამე ადგილი სამი ქულით უკავია და ლიდერებს "ატლეტიკოს" და "ოლიპიაკოსს" სამი ქულით ჩამორჩება.

0.119523