ფეხბურთი

18:36 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია პოლონეთთან მატჩის შემდეგ გადაწყვეტს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ ინტერნეტპორტალ anorthosinews.blogspot.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა თანამდებობა ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე დატოვოს.

“რთულ ჯგუფში ვართ. საქართველოში ფეხბურთისადმი ინტერესი თანდათან ქრება. უარესი მდგომარეობაა ვიდრე კვიპროსზე. უმაღლესი ლიგის 16 გუნდიდან 14 მთავრობისგან დახმარებას ელის, მაგრამ ეს პრობლემა არ მოგვარებულა. ფეხბურთელთა დიდი მასა საზღვარგარეთ აღარ თამაშობს. მაწუხებს, რომ უკეთესობისკენ არაფერი იცვლება.

შესაძლოა, თანამდებობა შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე დავტოვო. პოლონეთთნ ვითამაშებთ და შემდეგ გადავწყვეტ. ეს რთულია. მოთხოვნა ბევრია, მაგრამ არის რაღაც, რომ სიტუაცია გავაუმჯობესოთ. არ მსურს, მხოლოდ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი მერქვას. ამბიცია მეც მაქვს და მსურს რაიმეს მივაღწიო”.

ქეცბაიას არ დაუკონკრეტებია ნაკრებიდან წასვლის შემთხვევაში კვიპროსში დაბრუნდება თუ არა:

“არ ვიცი. მირჩევნია, სადმე წავიდე, სადაც გუნდს გავწვრთნი. ფეხბურთი მენატრება”.

0.152689