ფეხბურთი

17:46 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება გადაიდო

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისევ ტრავმირებულია. ფეხბურთელს ოთხშაბათს “აპოელთან” გასამართი შეხვედრა დანამდვილებით გაუცდება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კვირას “მარსელის” წინააღმდეგ მატჩში მისი მონაწილეობაც.

ფრანგი ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ შვედი ფორვარდი ვარჯიშს დღეს განაახლებდა, თუმცა როგორც ჩანს, მას ტრავმა ბოლომდე ჯერ კიდევ არ მოუშუშუბია.

0.116387