ფეხბურთი

15:18 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გილერმო ოჩოათი “ლივერპული” დაინტერესდა

ესპანური “მალაგას” სათადარიგო მეკარის გილერმო ოჩოას მიმართ ინტერესს “ლივერპული” იჩენს. ამის შესახებ გამოცემა ESPN იუწყება. იმავე გამოცემის ცნობით, ინგლისელები ოჩოას ყიდვას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებენ და ამისთვის 5 მილიონი ევროც აქვთ გამოყოფილი.

ოჩოა “მალაგაში” წლეულს “აიაჩოდან” გადავიდა. მიუხედავად შესანიშნავად ჩატარებული მუნდიალისა, მან “მალაგას” ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება დღემდე ვერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130445