ფეხბურთი

23:59 | 2.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი – ხმალაძის გოლი და კანკავას მარცხი ცენტრალურში

არნემის "ვიტესმა" უტრეხტში გასვლაზე 1:3 წააგო და ჰოლანდიის ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა. გურამ კაშიამ ბოლო 13 წუთი ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა – სრული მეორე ტაიმი. კაშია იმ დროს შეიყვანეს, როცა ოთხივე გოლი გასული იყო. თანაც, გააძევეს გურამის კონკურენტი, ცენტრალური მცველი.

კვიპროსზე ლევან ხმალაძემ გაიტანა. "ოთელოსმა" შინ 1:1 ითამაშა აეკ ლარნაკასთან, ქართველმა საყრდენმა კი 45-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. ხმალაძემ და როინ კვასხვაძემ "ოთელოსში" შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი 83-ეზე შეცვალეს. ქართველთა გუნდი ბოლოდან მესამე ადგილზეა.

მოულოდნელად შინ წააგო "ომონიამ", სადაც უჩა ლობჟანიძე და შოთა გრიგალაშვილი გამოდიან. "ომონია" 1:2 დამარცხდა აია ნაპა-სთან და მესამე საფეხურზეა. ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გრიგალაშვილმა – სრული მეორე ტაიმი.

საბერძნეთში ოფი-მ სტუმრად 0:0 ითამაშა "პანთრატიკოსთან" და მე-11 პოზიციაზეა. ოფი-ს ორივე გიორგი შეუცვლელად გაისარჯა: ლორიაც და მერებაშვილიც.

აზერბაიჯანში ბაქოს "ინტერის" მორიგი ნულები აღინიშნა. კახა ცხადაძის გაწვრთნილებმა ზედიზედ მეოთხე 0:0 ითამაშეს,…ამჯერად სტუმრად "სუმგაითთან". "ინტერი" მესამე ადგილზეა. ცხადაძემ შეუცვლელად ათამაშა ალეკო ამისულაშვილი და ლაშა სალუქვაძე; გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, ხოლო ბაჩანა ცხადაძეს ტრავმა აქვს და კიდევ ორი-სამი კვირა ვერ გავა მოედანზე.

ლაშა კასრაძის აზალ-მა "ნეფთჩისთან" 0:4 წააგო. ლაშამ შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი ბოლოსწინა პოზიციაზეა.

წააგო გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა", ამჯერად, "ხაზართან" გასვლაზე 1:2. "სიმურგი" მეშვიდეზეა.

დანიაში ლადო დვალიშვილის "ოდენსემ" შინ 3:1 სძლია "ჰობროს" და ბოლოსწინა ადგილზეა. დვალიშვილმა 80 წუთი ითამაშა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა.

უკრაინაში "კარპატი"-"ზორია" 1:2 დასრულდა. მასპინძელთაგან სრულად გაისარჯა ბუბა დაუშვილი, ხოლო სტუმართა შორის მე-60 წუთზე შევიდა მინდორზე ჯაბა ლიპარტია.

უკრაინაშივე, ტურის ცენტრალურ მატჩში "დნიპრომ" 0:3 წააგო კიევის "დინამოსთან" და თუ ჯაბა კანკავას გუნდი აქამდე ლიდერობდა, ახლა მეორე ადგილზეა, წინ კი კიეველები გაიჭრნენ – ერთი ქულით. კანკავა სასტარტოში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. ბევრი იმუშავა ქართველმა საყრდენმა, თუმცა მთლიანად გუნდი ვერაფერს გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114283