კალათბურთი

17:56 | 2.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის კლუბმა ლიდერთან იმარჯვა

ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ გოლდში ბექა ბურჯანაძის “კორუნა” “ბრეოგანს” ესტუმრა და უწინდელ ლიდერს პირველი მარცხი აგემა – 67:69.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 5 ორქულიანი ააცილა, 2-ჯერ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ლა კორუნიელებმა 2 მარცხის წილ მე-3 გამარჯვება იზეიმეს და 15-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილზე იმყოფებიან. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო ტურში ისვენებს, შემდეგი თამაში კი 12 ნოემბერს სტუმრად “კლინიკას რინკონთან” ელის.

0.113533