გამთენიისას NBA-ში 12 მატჩი გაიმართა.
მაიკლ ჯორდანის “შარლოტ ჰორნეტსი” საშინაო დარბაზში “მემფის გრიზლისთან” 71:69 დამარცხდა. მატჩის ბოლო წამზე “შარლოტას” გამთამაშებელმა კემბა უილკერმა ორქულიანი ესროლა მატჩის ოვერტაიმში გადასაყვანად, მაგრამ ნატყორცნმა მიზანს ვერ მიაღწია. მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარკ გასოლი გახდა 22 ქულით და 8 მოხსნით.
“ნიუ ორლეან ჰორნეტსი” სახლში დამარცხდა “დალას მავერიქსთან” – 104:109. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “დალასმა” 8-ქულიანი სხვაობით მოიგო - 23:15. მატჩში საუკეთესო მოთამაშე, აშშ-ის ნაკრების და “ნიუ ორლეანის” ცენტრი ენტონი დევისი გახლდათ, 31 ქულით და 15 მოხსნით.
“ტორონტო რეპტორსმა” გასვლით მატჩში “ორლანდო მეჯიქი” 108:95 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დემარ დეროზანი 26 ქულით და 8 მოხსნით გახდა.
“მაიამი ჰიტმა” გასვლით მატჩში “ფილადელფიას” მოუგო - 114:96. “მაიამის” გამარჯვების მთავარი შემოქმედი კრის ბოში გახლდათ, რომელმაც 30 ქულა და 8 მოხსნა შესძინა გუნდს. ბოსს მხარი აუბა მარიო ჩელმერსმა, 20 ქულით და 4 პასით.
“ვაშინგტონ ვიზარდსმა” საშინაო კედლებში “მილოუკი ბაქსი” 108:97 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მექულე “მილუოკის” გამთამაშებელი ბრენდან ნაითი გახლდათ, 24 ქულით.
“ატლანტა ჰოუქსმა” “ინდიანა პეისერსს” 10 ქულით მოუგო - 102:92. მატჩში ყველაზე მეტი ქულა “ატლანტას” გამთამაშებელმა ჯეფ ტიგმა 25 ქულა ჩააგდო. "ინდიანას” ცენტრმა როი ჰიბერტმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა და 12 მოხსნა.
“ბრუკლინ ნეტსმა” გასვლით მატჩში “დეტროიტ პისტონსი” 102:90 დაამარცხა. “ბრუკლინის” ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ჯო ჯონსონმა, რომელმაც 34 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი შესძინა გუნდს. კევინ გარნეტმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 18 ქულა და 14 მოხსნა.
“ჰიუსტონ როკეტსმა” 14-ქულიანი სხვაობით დაამარცხა “ბოსტონ სელტიკსი”- 104:90. საუკეთესო მექულე “ჰიუსტონის” ლიდერი ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, 26 ქულით. “ჰიუსტონის” ფორვარდმა ტერენს ჯონსმა ორმაგი დუბლი გააკეთა - 25 ქულა და 10 მოხსნა. “ბოსტონის” ლიდერის რაჟან რონდოს მონაგარი 4 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი გახლდათ.
“ჩიკაგო ბულზმა” გასვლაზე “მინესოტა ტიმბერვულზი” 106:105 დაამარცხა. “ჩიკაგოს” დერეკ როუზი აკლდა. როუზს მცირე ტრავმა აწუხებს და მწვრთნელის გადაწყვეტილებით დერეკმა არ ითამაშა, მაგრამ “ჩიკაგომ” მაინც მოახერხა “მინესოტას” დამარცხება. მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე “მინესოტა” “ჩიკაგოს” 105:104 ამარცხებდა. ბოლო წამზე “ჩიკაგოს” მსროლელმა ჯიმი ბატლერმა ორქულიანი ისროლა და ვერ ჩააგდო, თუმცა სროლის დროს მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ და ბატლერს ორი საჯარიმოს უფლება მიეცა. ბატლერმა ორივე გამოიყენა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ლიდერების გარეშე დარჩენილმა “ოკლაჰომა სიტი თანდერმა” საშინაო დარბაზში “დენვერ ნაგეტსი” 102:91 დაამარცხა. დურანტის და ვესტბრუკის არყოფნაში გუნდის ლიდერობა პერი ჯონსმა და სერჟ იბაკამ იტვირთეს. მათ 23-23 ქულა ჩააგდეს. მატჩის საუკეთესო მექულე “დენვერის” უსწრაფესი გამთამაშებელი ტაი ლოუსონი 25 ქულით გახდა.
“იუტა ჯაზმა” საკუთარ დარბაზში “ფინიქს სანსი” 118:91 გაანადგურა. “იუტაში” გამორჩეული იყო დერიკ ფეივორი, 32 ქულით და 9 მოხსნით.
“გოლდენ სტეიტ ვორიორსმა” სახლში “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” 127:104 დაამარცხა. “გოლდენ სტეიტში” გამორჩეულები იყვნენ კლეი ტომპსონი და სტეფ კარი. ტომპსონმა 41 ქულა ჩააგდო, კარიმ 31 ქულა და 10 პასი შემატა გუნდს. “ლეიკერსის” ლეგენდამ კობი ბრაიანტმა გუნდს 28 ქულა და 6 მოხსნა კი მიუთვალა, თუმცა...
“შარლოტ ჰორნეტსი” – “მემფის გრიზლი” 69:71 (15:23, 15:13, 16:15, 23:20)
“შარლოტ ჰორნეტსი”: ჯეფერსონი (19ქ. 6მ. 2პ.), კიდ-გილკრისტი (11ქ. 12მ.), ნილი (10ქ. 4მ.), ჰენდერსონი (8ქ. 3მ.), ზელერი (6ქ. 4მ.), უოლკერი (5ქ. 3მ. 4პ.), რობერტსი (5ქ. 3პ.), უილიამსი (3ქ. 3მ. 2პ.), სტივენსონი (2ქ. 8მ. 4პ.).
“მემფის გრიზლი”:გასოლი (22 ქ. 8 მ. 2 პ.), რენდოლფი (12 ქ. 12 მ.), კონლი (9 ქ. 4 მ. 7 პ.), კარტერი (9 ქ. 4 მ.), ალენი (6 ქ. 4 მ.), უდრიჰი (6 ქ. 2 მ. 5 პ.), პრინსი (2 ქ. 3 მ.), პონდექსტერი (2 ქ.), ლუერი (2 ქ. 2 მ.), კუფოსი (1 ქ. 6 მ. 1 პ.).
“ნიუ ორლეანი” – “დალასი” 104:109 (26:32, 26:34, 37:20, 15:23)
“ნიუ ორლეანი”: დევისი (31 ქ. 15 მ.), ჰოლიდეი (24 ქ. 4 მ. 6 პ.), ევანსი (22 ქ. 10 მ. 9 პ.), აშიკი (13 ქ. 9 მ.), ანდერსონი (11 ქ. 5 მ. 2 პ.), რივერსი (3 ქ. 3 მ. 4 პ.).
“დალასი”: პარსონსი (20 ქ. 4 მ. 4 პ.), ნოვიცკი (17 ქ. 6 მ. 3 პ.), ელისი (17 ქ. 7 მ. 3 პ.), ჰარისი (12 ქ. 3 მ. 6 პ.), რაითი (12 ქ. 5 მ.), ჩენდლერი (11 ქ. 7 მ.), ნელსონი (8 ქ. 5 მ. 4 პ.), ბარეა (8 ქ. 3 პ.) ამინუ (2 ქ. 5 მ.), ჯეფერსონი (2 ქ. 2 მ. 1 პ.)
“ორლანდო” – “ტორონტო” 95:108 (26:29, 26:20, 26:38, 17:21)
“ორლანდო”: ფურნიე (18 ქ. 1 მ.), პეიტონი (16 ქ. 3 მ. 9 პ.), ვუჩევიჩი (15 ქ. 12 მ. 4 პ.), ჰარისი (11 ქ. 9 მ. 3 პ.), ფრაი (11 ქ. 1 მ. 2 პ.), ბ. გორდონი (7 ქ. 2 მ. 1 პ.), ჰარკლესი (7 ქ. 5 მ. 2 პ.), დედმონი (6 ქ. 4 მ. 1 პ.), რიდნური (4 ქ. 1 მ. 2 პ.).
“ტორონტო”: დეროზანი (26 ქ. 8 მ.), ლოური (21 ქ. 3 მ. 5 პ.), ა. ჯონსონი (14 ქ. 5 მ.), ჯ. ჯონსონი (12 ქ. 3 მ.), როსი (10 ქ. 3 მ.), ვალანჩუნასი (10 ქ. 11 მ.), ვასკესი (6 ქ. 1 მ. 2 პ.), უილიამსი (5 ქ. 2 მ. 2 პ.), პატერსონი (2 ქ. 8 მ. 2 პ.), ჰენსბრო (2 ქ. 6 მ.).
“ფილადელფია” – “მაიამი” 96:114 (30:32, 24:28, 29:27, 13:27)
“ფილადელფია”: როტენი (21 ქ. 3 მ. 10 პ.), დევისი (18 ქ. 3 მ.), ტომპსონი (10 ქ. 1 მ. 2 პ.), მბა ა მუტე (9 ქ. 7 მ. 3 პ.), სიმსი (9 ქ. 4 მ. 2 პ.), ტომასი (8 ქ. 9 მ.), მკდანიელსი (8 ქ. 1 მ. 2 პ.), შვედი (6 ქ. 1 მ. 6 პ.), ჯონსონი (5 ქ. 2 მ.), ნოელი (2 ქ. 5 მ. 3 პ.).
“მაიამი”: ბოში (30 ქ. 8 მ. 4 პ.), ჩელმერსი (20 ქ. 2 მ. 4 პ. 4 ჩ.), დენგი (15 ქ. 4 მ. 2 პ.), უილიამსი (15 ქ. 4 მ. 4 პ.), კოული (10 ქ. 1 მ. 4 პ.), უეიდი (9 ქ. 3 მ. 10 პ.), ნაპიერი (5 ქ. 3 მ. 4 პ.), ენისი (5 ქ. 2 მ. 1 პ.), მკრობერტსი (3 ქ. 3 მ.), ჰამილტომი (2 ქ. 2 მ.), ანდერსონი (3 მ.).
“ვაშინგტონი” – “მილოუკი ბაქსი” 108:97 (29:17, 20:27, 34:24, 25:29)
“ვაშინგტონი”: ნენე (22 ქ. 6 მ. 4 პ.), პორტერი (21 ქ. 5 მ.), გორტატი (20 ქ. 9 მ.), უოლი (19 ქ. 6 მ. 10 პ. 5 ჩ.), ტემპლი (18 ქ. 3 ჩ.), რაისი (4 ქ.), პირსი (2 ქ. 3 მ. 4 პ.), გუდენი (2 ქ. 3 მ.).
“მილოუკი ბაქსი”: ნაითი (24 ქ. 5 მ. 6 პ.), ბეილესი (20 ქ. 3 მ. 2 პ.), პარკერი (13 ქ. 11 მ.), სანდერსი (8 ქ. 7 მ.), ილიასოვა (8 ქ. 4 მ.), მიდლტონი (6 ქ. 2 მ. 4 პ.), დადლი (4 ქ.), ანტეტოკოუნმპო (4 ქ. 3 მ.), ოჯეი მაიო (3 ქ.), მარშალი (3 ქ.), ჰენსონი (2 ქ.), ფაჩულია (2 ქ. 2 მ. 1 პ.).
“ატლანტა” – “ინდიანა” 102:92 (27:18, 24:26, 19:19, 32:29)
“ატლანტა”: ტიგი (25 ქ. 6 პ.), ჰორფორდი (20 ქ.), მილსაპი (13 ქ.), ქეროლი (11 ქ. 9 მ.), კორვერი (9 ქ.), ანტიჩი (7 ქ.), მეკი (6 ქ.), სკოტი (5 ქ.), ბეიზმორი (3 ქ.), სეფოლოშა (3 ქ. 5 მ.).
“ინდიანა”: კოუპლენდი (21 ქ. 6 მ.), ჰიბერტი (14 ქ. 12 მ.), სლოანი (14 ქ. 7 პ.), სკოლა (12 ქ. 10 მ.), ჰილი (10 ქ. 5 მ. 6 პ.), მაილსი (10 ქ.), ალენი (6 ქ. 6 მ.), მაინმი (5 ქ.).
“დეტროიტ პისტონსი”- “ბრუკლინ ნეტსი” 90:102 (25:33, 22:26, 28:22, 15:21)
“დეტროიტი”: ჯენინგსი (18 ქ. 9 პ.), მონრო (18 ქ. 11 მ.), სმიტი (14 ქ. 9 მ.), დრამონდი (14 ქ. 8 მ.), პოპე (10 ქ. 6 მ.), აუგუსტინი (6 ქ.), სინგლერი (5 ქ.), ბუტლერი (5 ქ.)
“ბრუკლინი”: ჯონსონი (34 ქ. 8 მ. 6 პ.), გარნეტ (18 ქ. 14 მ.), უილიამსი (15 ქ. 6 პ.), ტელეტოვიჩი (12 ქ. 7 მ.), პლამლი (10 ქ.), ჯ. ჯორდანი (6 ქ.), ანდერსონი (3ქ.), ბოგდანოვიჩი (2 ქ.)
“ჰიუსტონ როკეტსი”-“ბოსტონ სელტიკსი” 104:90 (37:22, 20:16, 24:24, 23:28)
“ჰიუსტონი”: ჰარდენი (26 ქ. 8 მ.), ჯონსი (25 ქ. 10 მ.), ჰოვარდი (14 ქ. 8 მ.), არიზა (9 ქ. 8 მ.), კენანი (9 ქ.), ტერი (7 ქ.), მონტეიუნასი (6 ქ. 5 მ.), პაპანიკოლაუ (3 ქ.), დანიელსი (3 ქ.)
“ბოსტონი”: გრინი (17 ქ.), სალინჯერი (14 ქ. 9 მ.), სორტონი (9 ქ.), ოლინიკი (8 ქ. 5 მ.), ბასი (8 ქ. 5 მ.), ტარნერი (8 ქ.), ზელერი (8 ქ.), იანგი (6 ქ.) ბრედლი ( 6 ქ.), სმარტი (2 ქ.)
“ოკლაჰომა სითი თანდერი”-“დენვერ ნაგეტსი” 102:91 (29:17, 26:16, 21:23, 26:35)
“ოკლაჰომა”: ჯონსი (23 ქ.), იბაკა (23 ქ.), პერკინსი (17 ქ. 5 მ.), ადამსი (13 13 ქ.), ტომასი (12 ქ. 8 მ.), რობერსონი (8 ქ. 8 მ. 5 პ.), კოლისონი (2 ქ. 7 მ. 4 პ.)
“დენვერი”: ლოუსონი (25 ქ. 5 პ.), აფლალო (14 ქ.), მოზგოვი (10 ქ.), მაგი (8 ქ.) გალინარი (7 ქ.), ფარიდი (7 ქ.), ჩენდლერი (5 ქ.), რობინსონი (3 ქ.).
“იუტა” – “ფინიქსი” 118:91 (33:22, 26:33, 30:20, 29:16)
“იუტა”: ფეივორსი (32 ქ. 9 მ.), ჰეივორდი (24 ქ. 10 მ.), ბუკერი (14 ქ. 9 მ.), ბარკსი (10 ქ. 6 მ.), ეკსამი (10 ქ.), ბარკი (7 ქ.), ჰუდი (7 ქ.), გობერტი (6 ქ. 8 მ.), კანტერი (3 ქ.), ნოვაკი (3 ქ.), კლარკი (2 ქ.).
“ფინიქსი”: გრინი (16 ქ. 5 ჩ.), მარკიფ მორისი (13 ქ. 7 მ.), მარკუს მორისი (12 ქ.), დრაგიჩი (10 ქ.), ბლედსოუ (10 ქ. 8 პ.), ტომასი (10 ქ.), პლამლი (6 ქ.), ტოლივერი (5 ქ.), გუდვინი (5 ქ.), ლენი (4 ქ.).
“გოლდენ სტეიტი” – “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” 127:104 (29:35, 32:20, 32:31, 34:18)
“გოლდენ სტეიტი”: ტომპსონი (41 ქ. 5 მ.), კარი (31 ქ. 5 მ. 10 პ.), ბარნსი (15 ქ.), გრინი (9 ქ. 5 მ.), ბარბოსა (9 ქ.), იგუდალა (9 ქ. 6 პ.), ბოგუტი (6 ქ. 10 მ.), ეზელი (3 ქ.), სპეიტსი ( 2 ქ.), ლივინგსტონი (2 ქ.).
“ლეიკერსი”: ბრაიანტი (28 ქ. 6 მ.), ჰილი (23 ქ.), ჯონსონი (15 ქ.), დევისი (13 ქ. 6 მ), ბუზერი (9 ქ. 4 მ.), ლინი (6 ქ. 6 პ.), კლარკსონი (3 ქ.)