ფეხბურთი

22:16 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯამპაოლო პაცინი შესაძლოა “პარმაში” გადავიდეს

იტალიური “მილანის” 30 წლით თავდამსხმელი ჯამპაოლო პაცინი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “პარმაში” გადავიდეს.

იტალიური მედიის ცნობით, პარმელთა თავკაც რობერტო დონადონის ანტონიო კასანოსთვის იდეალური მეწყვილის პოვნა უნდა.

აღსანიშნავია, რომ კარიერის საუკეთესო წლები პაცინის გენუის “სამპდორიაში” სწორედ კასანოს გვერდით აქვს გატარებული.

მიმდინარე სეზონს “პარმა” წარუმატებლად ატარებს და სერია A-ში 3 ქულით ბოლო ადგილზეა. ბოლო 6 მატჩი კი გუნდმა სულაც ზედიზედ წააგო.

თავის მხრივ, კარგი დროება არც პაცინის უდგას, რომელიც “მილანის” სათადარიგო ფეხბურთელია.

0.116562