ფეხბურთი

14:12 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძალადობის მოწინააღმდეგე ფრანჩესკო ტოტი

“რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ “ნაპოლისთან” იტალიის ჩემპიონატის მეათე ტურის მოახლოებულ მატჩამდე ორივე კლუბის გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მიმდინარე წლის მაისში, რომში გამართულ იტალიის თასის ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე, ნეაპოლელი გულშემატკივარი ჩირო ესპოსიტო შეხლა-შემოხლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა.

“ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ნებისმიერი სახის ძალადობის. ვიმედოვნებ, მომდევნო მატჩი საფეხბურთო ზეიმი იქნება. როგორც მშობელი და კაცი, გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების შედეგად დაღუპული გულშემატკივრების ოჯახებს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ. მათ ტკივილს განვიცდი და მჯერა ყველაფერი გამოსწორდება.” – განაცხადა ტოტიმ.

“ნაპოლის” და “რომას” დაპირისპირება დღეს ნეაპოლში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.117345