ფეხბურთი

12:44 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსს” კასერესი უბრუნდება

ტურინის “იუვენტუსს” ურუგვაელი მცველი მარტინ კასერესი უბრუნდება. ამის შესახებ “ტუტოსპორტი” გვამცნობს.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, ურუგვაელი მცველი სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

კასერესი ლაზარეთში 5 ოქტომბრის შემდეგაა, როცა “რომას” წინააღმდეგ მატჩში დაშავდა.

კასერესის გარდა “იუვეს” ლაზარეთში კიდევ ერთი მცველი ანდრეა ბარძალი იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112328