ფეხბურთი

2:14 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მუკანჯომ “რეიმს” ქულა მოუტანა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტური მონაკოში დაიწყო. ჟარდიმის გუნდმა პირველი ტაიმი გამარჯვებით დაასრულა და საქმე იქითკენ მიდიოდა სამი ქულაც უნდა აეღო, თუმცა ცვლილებაზე გამოსულმა მუკანჯომ სუბასიჩის კარში გაიტანა. გამათანაბრებელი გოლის შემდეგ კი მცირე დრო იყო დარჩენილი, “რეიმსის” კარში გოლი აღარ გასულა.

კამერუნელმა მუკანჯომ მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა. “მონპელიესა” და “ლორიენის” შემდეგ “მონაკოსთან” გამოიჩინა თავი, რაც შეეხება პირველი გოლის ავტორ ეჩიჟილეს, ასევე აფრიკელმა, “მონაკოს” მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

მუკანჯომ “მონპელიესა” და “ლორიენთან” სამი ქულის მომტანი გოლები გაიტანა, ხოლო “მონაკოსთან” გუნდს ქულა მოუტანა. ვასურიმ ცვლილება გამოიცნო და ფაქტია მუკანჯო გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

“მონაკო” მე-7 ადგილზე იმყოფება, თუმცა გუნდები საკმაოდ მჭიდროდ არიან განლაგებულნი და შაბათ-კვირის მატჩები სავარაუდოდ ცხრილში ცვლილებებს შეიტანს. “რეიმსი” მე-12 ადგილზეა 15 ქულით. ამ ეტაპზე “მონაკოსა” და “რეიმს” შორის სხვაობა 3 ქულას შეადგენს.

“მონაკო” – “რეიმსი” 1:1 (1:0)

მონაკო, “ლუი მეორე”

მონაკო: სუბასიჩი, კარვალიო, ეჩიჟილე, ფაბინიო, ფერეირა, ჟერმაინი, კონდოგბია (კამარა 83), მარტიალი (ტრაორე 72), რაჯი, სილვა (მოუტინიო 61), ტულალანი

მთავარი მწვრთნელი: ჟარდიმი

რეიმსი: პლასიდე, შარბონე, კონტე, დევუქსი, დიეგო (დე პრევილე 70), ფოფანა, ფორტესი (კურტე 78), ნ’გოგი (მუკანჯო 61), ონიანგუ, სინორინო, ტაკალფრედი

მთავარი მწვრთნელი: ვასური

გოლები: 1:0 ეჩიჟილე (20), 1:1 მუკანჯო (80)

მთავარი მსაჯი: სებასტიან დესაჟე

გაფრთხილება: შარბონე (60), კონდოგბია (68), ფოფანა (75)

თეგებილიგა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11794