ფეხბურთი

16:44 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ელიტრაუნდში მეორე ადგილით

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა. გოჩა ტყებუჩავს შეგირდები "მიხეილ მესხზე" გამართულ შეხვედრაში პოლონელ თანატოლებთან ვერაფერს გახდნენ და საბოლოოდ 0:1 დამარცხდნენ.

ამ მარცხის მიუხედავად, პატარა "ჯვაროსნები" ელიტრაუნდში იასპარეზებენ, რადგან ჯგუფში წინა ორი შეხვედრა მოგებული ჰქონდათ. ჯგუფში პირველ ადგილზე 9 ქულით პოლონეთი გავიდა. ესტონეთმა ბოლო შეხვედრაში ლიხტენშტეინის ანგარიშით 2:0 დამარცხების შემდეგ ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

0.25673