32 წლის ბრაზიელიელ ცენტრს ანდერსონ ვარეჟაოს “კლივლენდ კავალიერსი” კონტრაქტის გახანგრძლივებას 3 წლით სთავაზობს, – აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
კონტრაქტის თანახმად, ბრაზილიელი წელიწადში 10 მილიონს მიიღებს. როგორც წყარო იუწყება, დიდი ალბათობით, ვარეჟაო 3 წლით დარჩება “კლივლენდში”, რადგან ბრაზილიელს ლებრონ ჯეიმსთან ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონია. ვარეჟაოს გადაწყვეტილებაში ეს ფაქტი ძალიან დიდი როლს ითამაშებს.
ბრაზილიელი ცენტრი “კლივლენდში” 2004 წლიდან თამაშობს. წინა სეზონში ვარეჟაომ 65 თამაში ჩაატარა, მისი მონაგარი საშუალო ერთ მატჩში 8.4 ქულა, 9.7 მოხსნა და 2.2 პასი გახლდათ.