ფეხბურთი

11:45 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტორესი: “ატლეტიკოში” დაბრუნებაზე საუბარიც არ ყოფილა”

იტალიური “მილანის” თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ ზაფხულში “ატლეტიკოში” მის შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებული ცნობები მხოლოდ ჭორი იყო და რეალური საუბარი ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

“ელ ნინიოს” თქმით, მას ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშის იმედი არ დაუკარგავს და იქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

“არა, “ატელტიკოში” დაბრუნებაზე საუბარი არ ყოფილა. ეს მხოლოდ ჟურნალისტების მოგონილი გახლდათ. “მილანში” გადასვლით კმაყოფილი ვარ.

რა თქმა უნდა იმედი მაქვს, რომ ეროვნულ გუნდს ისევ დავუბრუნდბი და ჩემი ეტაპი “ფურიე როხას” შემადგენლობაში არ დამთავრებულა” – განაცხადა ტორესმა.

ფერნანდო ტორესმა ფეხბურთის თამაში მადრიდის “ატლეტიკოში” დაიწყო. 2003-2007 წლებში მან “როხიბლანკოს” მაისურით ჩატარებულ 145 შეხვედრაში 63 გოლი გაიტანა. იგი მადრიდელთა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახლდათ.

0.113572