ფეხბურთი

17:37 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

 “სელტიკი” დიარათი დაინტერესდა

მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, 29 წლის ლასანა დიარა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგელობს. როგორც შოტლანდიური სპორტული ვებგვერდები იუწყებიან, დიარას დამატებით გლაზგოს “სელტიკია” დაინტერესებული. “კათოლიკეთა” ნორვეგიელ მწვრთნელ რონი დეილას ლასანას აყვანა სურს.

ფრანგული სკოლის აღზრდილმა პროფესიული კარიერა “ლე ავრში” დაიწყო, შემდეგ ინგლისის პრემიერლიგის კლუბებში ითამაშა, მაგრამ წარუმატებელი პერიოდები დაჰყო “ჩელსისა” და “არსენალში”. ლასანამ მადრიდის “რეალში” 3 სეზონი დაჰყო. 2012 წლიდან რუსულ კლუბებში, მახაჭყალის “ანჟისა” და მოსკოვის “ლოკომოტივის” მაისურით თამაშობდა.

0.116807