მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სომეონე “კადენა სერ”-ს ესაუბრა, სადაც რამდენიმე საკითხს შეეხო.
სიმეონეს თქმით, ის ახლო მომავალში მადრიდიდან წასვლას არ გეგმავს და “ატლეტიკოში” თავს კარგად გრძნობს.
“ატლეტიკო” - ესაა ადგილი, სადაც ახლა ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და სადაც დარჩენა კიდევ დიდი ხნით მინდა.
გასული სეზონი დაუვიწყარი იყო, წელს კი ჩვენი მიზანია თამაშიდან თამაშამდე გავაუმჯობესოთ შედეგი”, - განაცხადა სიმეონემ.
გასული სეზონი მადრიდელთათვის მართლაც ფანტასტიკური აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, პარალელურად ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ითამაშა.