ფეხბურთი

16:09 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

2 მეტრიდან აცილება რეკორდის ვერმოხსნის ფასად დაუჯდა

იტალიური “ნაპოლის” ესპანელი ნახევარმცველი ხოსე მარია კალეხონი ახლოს იყო ლეგენდარული არგენტინელის, დიეგო მარადონას რეკორდის გამეორებასთან.

მარადონას “ნაპოლის” რიგებში ზედიზედ 6 შეხვედრაში ჰქონდა გატანილი, კალეხონი კი გუშინ, “ატალანტას” კარის დალაშქვრის შემთხვევაში ამ რეკორდს გაიმეორებდა, მაგრამ...

მატჩის 62-ე წუთზე, როცა “ნაპოლი” 0-1 აგებდა, გოლის გატანის შანსი მიეცა, მარცხენა ფლანგიდან ფაუზი გულამის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ცარიელ კართან 2 მეტრში კალეხონი აღმოჩნდა, თუმცა ესპანელმა, ვერც ანგარიში გაათანაბრა და შესაბამისად ვერც მარადონას რეკორდი გაიმეორა.

0.113671