როგორც “დეილი ექსპრესი” იუწყება, ლონდონის “არსენალი” მოსკოვის “სპარტაკის” ბრაზილიელი ფეხბურთელის რომულოს გადაბირებით დაინტერესდა. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელები 24 წლის მოთამაშის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდებიან. სატრანსფერო თანხად 9,5 მილიონი გირვანქა სახელდება. ამასთან ლონდონელები ფრანგი იაია სანოგოს დათმობას აპირებენ, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ფრანგი მოსკოველთა მაისურით ითამაშებს.
ბრაზილიური სკოლის აღზრდილი საყრდენი ნახევარმცველი 2012 წელს “ვასკო და გამადან” გადავიდა “სპარტაკში”. უთამაშია ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებსა და ეროვნულ ნაკრებში. 2012 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.