ფეხბურთი

19:24 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” როისთან გახანგრძლივებას არ ჩქარობს

გერმანული “დორტმუნდის” ხელმძღვანელობა გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, მარკო როისთან ახალი კონტრაქტის პირობების განსახილველად, ჯერჯერობით, მზად არაა. დორტმუნდელები ამიზ მიზეზად გუნდის ცუდ შედეგებს ასახელებენ.

“როისთან კონტრაქტის გახანგრძლივების სრუვილი არ გაგვნელებია. თუმცა, შექმნილი ვითარება მთელი ძალისხმევის შედეგების გაუმჯობესებისკენ მომართვას გვაიძულებს. ყველაფერი დანარჩენი ამის შემდეგ გადაწყდება.” – განაცხადა “დორტმუნდის” სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა.

მარკო როისს “დორტმუნდთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ მომდევნო ზაფხულიდან მისი გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევრო იქნება.

0.119238