კალათბურთი

13:46 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაუდლოკი ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

სტამბულის “ფენერბაჰჩეს” მცველი ენდრიუ გაუდლოკი ევროლიგის მე-5 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. აღნიშნულის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

თურქულმა გრანდმა მიუნხენში “ბაიერნი” 93:86 დაამარცხა, ამერიკელმა კალათბურთელმა კი 34 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 40-ს გაუტოლდა, რაც ევროლიგის მიმდინარე სეზონისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ გაუდლოკმა ერთბაშად 10 სამქულიანი ჩააგდო, რაც ასევე ევროლიგის რეკორდია.

გასული ტურის საუკეთესო კალათბურთელთა სამეულში იტალიური “დინამო სასარის” კალათბურთელი შეინ ლავალი (35 ბალი) და რუსილი “ნიჟნი ნოვგოროდის” წევრი არტიომ პარახუსკი (30) მოხვდნენ.

0.12193