მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას თქმით, მისი გუნდის 30 წლის ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი მოედანს მალე დაუბრუნდება.
“შვაინშტაიგერის დაბრუნება უფრო და უფრო ახლოვდება. ვფიქრობ, მალე, ის გუნდის სხვა წევრების მსგავსად ივარჯიშებს.
ბასტიანის დაბრუნების ზუსტი თარიღი, დიდწილად, ფიზმომზადების მწვრთნელებზეა დამოკიდებული. ის საქმეს მაშინ შეუდგება, როდესაც ტკივილს აღარ იგრძნობს.” – აცხადებს გვარდიოლა.
შეგახსენებთ, რომ შვაინშტაიგერს, მიმდინარე სეზონში, ტრავმის გამო, ჯერ არ უთამაშია.