პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 28 ოქტომბერს, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა “თბილისი 2015”-ის მზადების პროცესზე, გაწეული სამუშაოებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ იმსჯელეს.
სხდომას ქალაქის მერიც დაესწრო, რომელმაც პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობაზე.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული ოლიმპიური სოფლის წყალკანალიზაციის პრობლემის გადასაჭრელად და მისი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისივე განმარტებით, 7 მილიონი ლარი გამოიყოფა დიღომში მდებარე სპორტული ობიექტების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.
ირაკლი ღარიბაშვილმა ინფორმაცია მოისმინა ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანისგან და სეოკ-ის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვისგან.
ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 2015 წლის ივლისში უმასპინძლებს.
www.geonoc.org.ge