ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ლოგოს პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 2014 წლის მუნდიალზე ლიონელ მესი საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს არ იმსახურებდა.
ბლატერის მოსაზრებით, მესიზე მეტად ეს პრიზი გერმანიის ნაკრების მეკარეს მანუელ ნოიერს ეკუთვნოდა.
“საუკეთესო მოთამაშის პრიზის მესისთვის გადაცემა, ვფიქრობ, მცდარი გადაწყვეტილება იყო. როცა გადაწყვეტილების შესახებ გავიგე, გაკვირვებული ვიყავი.
მაშინ დასახელებულ 10 კანდიდატს შორის იყო მანუელ ნოიერი, რომელიც ახლა “ოქროს ბურთის” პრედენტენტთა შორისაც არის. ჩემი ფავორიტი სწორედ ნოიერი გახლდათ.
თუმცა ეს არ არის, პირველი შემთხვევა, როცა მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებამ პოლემიკა გამოიწვია. ასე იყო 1998 წელს რონალდოს, 2002 წელს კანის, ხოლო 2006 წელს ზიდანის შემთხვევაშიც” – განაცხადა ბლატერმა.