ბრაზილიური “სან პაულუს” ლეგენდარულმა მეკარემ როჟერიუ სენიმ მორიგი რეკორდი დაამყარა. – მან “პალმეირასის” წინააღმდეგ, მეასეჯერ იასპარეზა ბრაზილიურ “კლასიკოში”.
კლასიკოში ნაგულისმხმებია მატჩები “პალმეირასის”, “სანტოსისა” და “კორინთიანსის” წინააღმდეგ, ხოლო ამ 100 თამაშიდან სენის “სან პაულუმ” 38 მოიგო, 30 მატჩში დამარცხდა, ხოლო 32 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
როჟერიუ სენი მეკარეებს შორის გატანილი გოლების მიხედვით რეკორდსმენია.