არაა გამორიხული, მადრიდის “ატლეტიკოს” და იტალიის ნაკრების შემტევი ალესიო ჩერჩი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამშობლოში დაბრუნდეს. ჩერჩის მიმართ ინტერესს მილანის “ინტერი” ამჟღავნებს.
მილანელების ახალი მწვრთნელს, რობერტო მანჩინის, გუნდის გაძლიერება სურს, ხოლო იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, ჩერჩი სწორედ მანჩინის სასურველ ფეხბურთელთა სიაშია.
ალესიო ჩერჩი “ატლეტიკოში” წლეულს გადავიდა, თუმცა გუნდის ძირითად შეადგენლობაში დამკვიდრება ჯერჯერობით ვერ მოახერხა.