“მანჩესტერ სიტის” ფრანგი ნახევარმცველი სამირ ნასრი გამოჯანმრთელდა და ის მოედანზე გასასვლელად მზადაა.
27 წლის შუახაზელმა საზარდული 17 სექტემბერს დაიზიანა და მას ოპერაცია დასჭირდა. BBC-ს ცნობით, ნასრიმ ტრავმა სრულად მოირჩინა და მწვრთნელმა ის “ნიუკასლთან” თასზე გასამართი მატჩის განაცხადში შეიყვანა.
სამირ ნასრიმ, მიმდინარე სეზონში, 6 თამაში ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.