ფეხბურთი

17:46 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა რიბერის დარჩენა ურჩია

ზინედინ ზიდანმა თავის თანამემამულეს ფრანკ რიბერის Canal + -თან ინტერვიუში ნაკრებში დარჩენა ურჩია.

„ვფიქრობ, ისეთი ნიჭიერი და გამოცდილი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა, როგორიცაა ფრანკ რიბერი, ევრო 2016 -ზე ძალიან დაკლდება გუნდს. ფრანკს ვურჩევ დარჩეს,რადგან უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ ძალუძს“.

31 წლის რიბერიმ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუხდა. რიბერის საფრანგეთის მაისურით 81 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 16 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120572