"სან პაულოს" ბრაზილიელმა მეკარემ როჟერიო სენიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელის რაიან გიგზის რეკორდი გააუმჯობესა. სენი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთი გუნდის მაისურით ოფიციალურ მატჩებში 590 გამარჯვება იზეიმა.
რაიან გიგზის "მანჩესტერის" რიგებში 589 მატჩი აქვს მოგებული. როჟერიო სენის არაოფიციალური მატჩების ჩათვლით 1174 შეხვედრა აქვს ჩატარებული, აქედან 614 მოიგო, 886-ში კაპიტანი გახლდათ, ხოლო კარიერის განმავლობაში 123 გოლი გაიტანა. ბრაზილიური კლუბის მაისურით მეკარეს 21 ოფიციალური ტიტული აქვს მოგებული.