ფეხბურთი

11:29 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიამ “დინამოსთან” მოიგო, კანკავა თასის 1/4-ფინალშია

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-11 ტურში ყაზანის “რუბინმა”, სადაც სოლომონ კვირკველია გამოდის, სტუმრად მოსკოვის “დინამოს” 2:0 აჯობა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მიმდინარე სეზონი კვირკველიასთვის საუკეთესოა, ვინაიდან ყაზანელთა რიგებში თერთმეტივე მატჩი თავიდან ბოლომდე ითამაშა. “რუბინს” 19 ქულა აქვს და 16 გუნდში მეექვსეა.

დნეპროპეტროვსკის “დნიპრო”, რომლის ღირსებასაც ჯაბა კანკავა იცავს, უკრაინის თასის 1/4-ფინალში გავიდა. “დნიპრომ” სტუმრად ლუცკის “ვოლინთან” მატჩი 0:1 წააგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრა 4:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზეა. საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ ორი ტაიმი ითამაშა. ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე “ვოლინის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.

ბელარუსის უმაღლესი ლიგის ზედა ექვსეულში სოლიგორსკის “შახტიორი” საკუთარ მოედანზე მინსკის “დინამოსთან” 1:2 დამარცხდა. განაპირა ნახევარმცველმა სანდრო გურულმა სოლიგორსკელებში 69-ე წუთიდან ითამაშა. “შახტიორს” 44 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.135041