დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-10 ტურის ბოლო ორი მატჩი იმართება. ერთი უკვე დამთავრდა. ივანწმინდაში, იმერული დერბში, “ჩიხურამ” “ტორპედოს” უმასპინძლა და მეტოქეებმა თითო ქულა ჩაიწერეს ცხრილში.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ანგარიში სტუმრებმა 36-ე წუთზე გახსნეს, ტაბატაძის ჩაწოდებულ ბურთს ჩიკვილაძემ თავი დაუხვედრა და 0:1. მეორე ტაიმში “ჩიხურა” მეტად გააქტიურდა და 71-ზე მუმლაძემ გაათანაბრა. ქუთაისელებს სულ 6 წუთი დასჭირდათ კვლავ დასაწინაურებლად, ტუღუშმა რამდენიმე მოწინააღმდეგეს აუარა გვერდი და ლამაზი გოლი გაიტანა – 1:2. თუმცა დამთავრებამდე 3 წუთით ადრე შოთა კაშიამ იყოჩაღა და ისევ გაათანაბრა.
ეს “ტორპედოს” ზედიზედ მე-4 ფრე იყო ჩემპიონატში.
24 ოქტომბერი
სიონი (ბოლნისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:0
დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 6:1 (3:1)
გოლები: 1:0 გიორგი პაპუნაშვილი(13), 1:1 მერაბ გიგაური (25), 2:1 ლაშა პარუნაშვილი (30), 3:1 ირაკლი ძარია (39), 4:1 გიორგი პაპუნაშვილი (54), 5:1 მათე ცინცაძე (75), 6:1 გიორგი პაპუნაშვილი (90)
25 ოქტომბერი
სამტრედია – ზუგდიდი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ლევან წურწუმია (56)
გურია (ლანჩხუთი) – დინამო (ბათუმი) 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 კობა შალამბერიძე (33, პენალტით)
შუქურა (ქობულეთი) – დილა (გორი) 0:0 მატჩი შეწყდა 50-ე წუთზე
მეტალურგი (რუსთავი) – კოლხეთი (ფოთი) 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 დაჩი ცნობილაძე (16)
გაძევება: ლუკა გუგუჩია (52)
26 ოქტომბერი
ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი) 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 თენგიზ ჩიკვილაძე (36), 1:1 თორნიკე მუმლაძე (71), 1:2 ბექა ტუღუში (77), 2:2 შოთა კაშია (87)
ზესტაფონი – მერანი (მარტვილი) 17:00
1. | დინამო (თბ) | 10 | 7 | 2 | 1 | 21:7 | 23 | ||
2. | სამტრედია | 10 | 5 | 2 | 3 | 11:8 | 17 | ||
3. | სპარტაკი | 10 | 5 | 2 | 3 | 10:14 | 17 | ||
4. | მეტალურგი | 10 | 4 | 4 | 2 | 12:9 | 16 | ||
5. | დილა | 9 | 4 | 3 | 2 | 14:6 | 15 | ||
6. | ტორპედო | 10 | 3 | 6 | 1 | 12:9 | 15 | ||
7. | ჩიხურა | 10 | 4 | 2 | 4 | 12:12 | 14 | ||
8. | გურია | 10 | 3 | 5 | 2 | 10:15 | 14 | ||
9. | დინამო (ბთ) | 10 | 4 | 1 | 5 | 10:11 | 13 | ||
10. | მერანი | 9 | 3 | 3 | 4 | 8:8 | 12 | ||
11. | ზესტაფონი | 9 | 2 | 5 | 3 | 18:13 | 11 | ||
12. | ვიტ ჯორჯია | 10 | 3 | 2 | 5 | 9:9 | 11 | ||
13. | კოლხეთი | 10 | 2 | 3 | 5 | 9:14 | 9 | ||
14. | სიონი | 10 | 2 | 3 | 5 | 9:15 | 9 | ||
15. | შუქურა | 9 | 1 | 5 | 3 | 7:14 | 8 | ||
16. | ზუგდიდი | 10 | 1 | 4 | 5 | 5:13 | 7 |
მეგოლეები:
6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
4- შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.