ფეხბურთი

16:38 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედო დაბრუნებით ბედნიერია

“ვალენსიას” თავდამსხმელი, ალვარო ნეგრედო “ელჩესთან” მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ალვარო ტრავმის შემდეგ გუშინ პირველად გამოჩნდა მოედანზე და “ღამურების” რიგებში დებიუტი ჰქონდა. ის 84-ე წუთზე როდრიგოს ნაცვლად გამოჩნდა მინდორზე.

“ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება. ძალიან ბედნიერი ვარ დაბრუნებით.

ძალიან რთული სამი თვე იყო. მე ვიყავი ბავშვებთან ერთად და ნელ-ნელა ვინარჩუნებდი სიმშვიდეს. თამაში ძალიან მინდოდა, ყველასი მადლობელი ვარ, ვინც მხარში მედგა და ჩემს გამოჯანმრთელებაში იღებდა მონაწილეობას.

გულშემატკივრების ასეთი დახვედრით გახარებული ვარ. ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემი კარგი თამაშით ისინი გავახარო”, - განაცხადა ნეგრედომ.

შეგახსენებთ, რომ “ვალენსიას” 9 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135467