ფეხბურთი

16:37 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაცარი შესაძლოა მოიესმა შეცვალოს

იტალიური “ინტერის” პრეზიდენტ ერიკ ტოჰირს გუნდის მთავარი მწვრთნელის ვალტერ მაცარის შემცვლელად შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესი ესახება.

ინგლისური გამოცემა “დეილი მეილი” გვამცნობს, რომ მოიესი იტალიურ კლუბს ან მიმდინარე სეზონში, ანაც მომავალი წლის ზაფხულში ჩაიბარებს.

ვალტერ მაცარით გუნდის გულშემატკივრები და პრეზიდენტი უკმაყოფილონი არიან. გარდა ამისა, მხარეები კონტრაქტის გაგრძელებაზეც ვერ თანხმდებიან, რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის მაცარის მომავალს “ინტერში”, მოიესი კი გასული სეზონიდან მოყოლებული უმუშევარი იმყოფება.

“ინტერი” მიმდინარე სეზონში არადამაჯერებლად ასპარეზობს. იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 7 შეხვედრაში “ნერაძურიმ” მხოლოდ 9 ქულის მოპოვება შეძლო და ლიდერ “იუვენტუსს” 10 ქულით ჩამორჩება.

0.133248