ფეხბურთი

16:27 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულს” პედრო სურს

კატალონიის “ბარსელონას” 27 წლის თავდამსხმელის პედროს მიმართ ინტერესს “ლივერპული” იჩენს. “ბარსასთან” მიმდინარე ხელშეკრულება პედროს 2016 წლის ზაფხულში გასდის, მის გაგრძელებას კი მხარეები ჯერჯერობით არ ჩქარობენ.

“ბარსელონაში” ლუის სუარესის მისვლის შემდეგ, პედრომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. “ლივერპული” კი ახალ თავდამსხმელს გამალებით ეძებს, ვინაიდან ზაფხულში დიდი იმედით შეძენილმა მარიო ბალოტელიმ აშკარად ვერ გაამართლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118583