საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები "მიხეილ მესხზე" ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ლიხტენშტეინს მინიმალური ანგარიშით 1:0 ამარცხებს.
პირველი ტაიმის ერთადერთი გოლი მეტოქის კარში თბილისის "ლოკომოტივის" თავდამსხმელმა გიორგი არაბიძემ თერთმეტმეტრიანით 28-ე წუთზე გაიტანა.
მეორე ჯგუფის პირველი შეხვედრა პოლონეთსა და ესტონეთს შორის გაიმართა. სლავებმა ბალტიისპირელები 4:0 დაამარცხეს.