ფეხბურთი

13:20 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაოს თამაში "ჩელსისთან" საეჭვოა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ შესაძლოა პრემიერლიგის მე-9 ტურში ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ მონაწილეობა ვერ მიიღოს. თავდამსხმელმა "წითელი ეშმაკების" ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, თუმცა რა სახის დაზიანება აქვს ჯერჯერობით უცნობია.

"ფალკაო პარასკევს დილის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ვნახოთ, შეძლებს თუ არა თამაშს "არისტოკრატების" წინააღმდეგ. მუხლთან დაკავშირებით კი მას პრობლემა არ აქვს და ეს ინფორმაცია მისი ტრანსფერის დროსაც დავადასტურე" - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გალმა.

კოლუმბიელ თავდამსხმელს გასული ტურის მატჩში "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ მცირე სათამაშო დრო დაეთმო. 72-ე წუთზე ფალკაო მოედანზე ხუან მატას ნაცვლად შევიდა. "მანჩესტერის" და "ჩელსის" დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.119067