ფეხბურთი

13:16 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" ლოპესი და დე იონგი დაუბრუნდნენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, "მილანს" ტრავმირებული ფეხბურთელები - მეკარე დიეგო ლოპესი და ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი - დაუბრუნდნენ. ესპანელმა და ჰოლანდილმა ფეხბურთელებმა "როსონერის" ბოლო ვარჯიში ბოლომდე ჩაატარეს და იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში "ფიორენტინას" წინააღმდეგ მონაწილეობას მიიღებენ.

ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა გასული ტურის მატჩი "ვერონას" წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ხოლო ესპანელ გოლკიპერს ტრავმის გამო სერია A-ში "პარმასთან" მოგებული (5:4) მატჩის შემდეგ არ უთამაშია. "როსონერის" ლაზარეთში მხოლოდ რიკარდო მონტოლივო და ჰაშიმ მასტურა იმყოფებიან.

"მილანის" და "იების" დაპირისპირება "სან სიროზე" დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.128172