ფეხბურთი

11:39 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: “ბარსელონას” შანსი ჰქონდა სხვაობა გაეზარდა”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა “რეალის” წინააღმდეგ მატჩში (1:3) შანსი გაუშვა გაეზარდა სხვაობა ესპანეთის ჩემპიონატში. კატალონიელები “რეალს”ნეიმარის სწრაფი გოლით უგებდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

“კარგად დავიწყეთ. შანსი გვქონდა, რომ 2:0 გაგვეხადა და სხვაობა გაგვეზარდა ჩემპიონატში, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგემ შეცდომების გამო დაგვსაჯა. მე სხვანაირ თამაშს ველოდებოდი” –AFP ლუის ენრიკეს ციტირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114126