ლოს ანჯელეს “ლეიკერსის” სუპერვარსკვლავმა კობი ბრაიანტმა თავის მხარდაჭერა გამოხატა თანაგუნდელ სტივ ნეშის მიმართ, რომელიც 2014-15 წლის სეზონს გამოტოვებს. ბრაიანტის თქმით, დაზიანება ნეშის ასაკის ბრალი არაა.
“ეს ძალიან რთულია, შეუძლებელია ყველაფერი გააკონტროლო, ნეშმა ყველაფერი გააკეთა რომ დაბრუნებულიყო მაღალ დონეზე. მე მოვიკითხე სტივი, მან მითხრა, რომ ის კარგად გრძნობს თავს. არ ვფიქრობ, რომ ტრავმა მისი ასაკის ბრალია” – ბრაიანტის სიტყვებს ESPN ციტირებს.
40 წლის კანადელ გამთამაშებელ სტივ ნეშს ზურგის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მომავალ სეზონს გამოტოვებს.