ფეხბურთი

21:06 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რედნაპს ტაარაბტი სჭირდება

ინგლისური “ქუინ პარკ რეინჯერსის” დამრიგებელმა ჰარი რედნაპმა, გუნდის მაროკოელი ნახევარმცველის ადელ ტაარაბტის შესახებ ინგლისელ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

რედნაპის განცხადებით, მას მაროკოს ნაკრების ფეხბურთელის ეიმედება და ისევ სჯერა მისი.

“ადელთან უფრო კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე ცუდი. მე ისევ მჯერა მისი და ვიცი, რომ ისევ დაუბრუნდება ძველ კონდიციებს. ამისათვის მან ბევრი უნდა იმუშაოს. ჩვენ მისი კლუბიდან გაშვების არანაირ მიზეზი არ გვაქვს” – განაცხადა ჰარი რედნაპმა.

ბოლო პერიოდში ნიჭიერი მაროკოელი ფეხბურთელი იდეალურ ფორმას ვერა და ვერ დაუბრუნდა. გასული სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარით “მილანში” გაატარა.

გიორგი მელქაძე

0.117695