ლონდონის “ტოტენჰემის” არგენტინელმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ უარყო გავრცელებული ხმები თითქოს გუნდის ბრაზილიელი ნახევარმცველი პაულინიო ზამთარში “კორინთიანსში” აპირებს დაბრუნებას.
პოჩეტინიოს თქმით, პაულინიოს ზამთარში გუნდის დატოვების შესაძლებლობა ნულს უტოლდება.
”სპურსის” არცერთი ფეხბურთელი ბრაზილიაში იჯარით არ გადავა. ამის შანსი უბრალოდ არ არსებობს. პაულინიო კარგად ვარჯიშობს, უბრალოდ ძირითადს მიღმა ტაქტიკური არჩევნის გამო რჩება” – განუცხადა არგენტინელმა ბრაზილიურ “ესპნ ბრაზილს”-ს.
პაულინიო “ტოტენჰემში” 2013 წელს გადავიდა, თუმცა გაცემული ავანსების გამართლება ვერ მოახერხა.
გიორგი მელქაძე