“ნაპოლისა” და არგენტინის ნაკრების ფორვარდს გონსალო იგუაინს წარმატებული დროება ნამდვილად არ უდგას. იტალიური გამოცემა “კალჩომერკატო” იუწყება, რომ შესაძლოა ფეხბურთელმა ნეაპოლი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს და სათამაშოდ ინგლისის პრემიერლიგას მიაშუროს. “პიპიტას” მიმართ ინტერესს ინგლისური გრანდები “არსენალი” და “ლივერპული” ამჟღავნებენ.
მიმდინარე სეზონში იგუაინს სერია ა-ში ჩატარებულ 7 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.
გიორგი მელქაძე