სინგაპურში მიმდინარე ქალ ჩოგბურთელთა შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში რუმინელმა სიმონა ჰალეპმა პოლონელი აგნეშკა რადვანსკა იოლად დაამარცხა (6:2, 6:2) და ფინალში სერენა უილიამსს შეხვდება.
პირველ სეტში, რუმინელმა 2 ბრეიკი შეასრულა და სეტი მარტივად მოიგო. მეორე სეტშიც სიმონა დაწინაურდა 3:0, აგამ შეძლო ერთი უკუბრეიკის შესრულება, თუმცა სეტის და მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
მატჩი საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. აგამ ერთი ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა, სიმონამ 3 ეისი ჩააწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
რუმინელი მიმდინარე WTA-ის რეიტინგში მე-4 ადგილზე იმყოფება. სიმონამ 4 დღის წინ ჯგუფურ ეტაპზე სერენა უილიამსი გაანადგურა (6:0, 6:2). ურთიერთშეხვედრებში სერენას უპირატესობაა - 3:1. მატჩი 26 ოქტომბერს გაიმართება.
სინგაპურში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 6 500 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
მატჩის საუკეთესო მომენტები