სინგაპურში მიმდინარე ქალ ჩოგბურთელთა შემაჯამებელ ტურნირზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ნახევარფინალში, პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ამერიკელმა სერენა უილიამსმა დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა (2:6, 6:3, 7:6).
პირველ სეტში დანიელმა 2 ბრეიკი შეასრულა, ისე რომ თავის არც ერთი ჩაწოდება არ დაუკარგავს და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტში სერენამაც 2 ბრეიკი შეასრულა, თავისი არც ერთი ჩაწოდება არ წაუგია და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მესამე გადამწყვეტი სეტი დაძაბულად წარიმართა. ჩოგბურთელები 4:4-მდე იგებდნენ თავიანთ ჩაწოდებებს. 4:4-ზე კაროლინამ ბრეიკი შეასრულა და თავის ჩაწოდების მოგებაღა აშორებდა ფინალს, მაგრამ სერენამ უკუბრეიკი გააკეთა და ანგარიში გაათანაბრა 5:5. შემდეგ სერენა დაწინაურდა ^6:5 და დანიელის ჩაწოდებაზე ორი მატჩ-პოინტიც ჰქოდნა, თუმცა ვოზნიაცკიმ ორივე გადაარჩინა და გეიმიც მოიგო – 6:6. ტაი-ბრეიკზე ევროპელი 4:1 დაწინაურდა. სერენა მძიმე მდგომარეიბაში აღმოჩნდა, მაგრამ დიდი სლემის 18-გზის გამარჯვებულმა ზედიზედ 5 ქულა მოიგო და 6:4-ზე ორი მატჩ-პოინტი ჰქონდა. კაროლინამ ორი ქულა მოიგო და ანგარიში გაათანაბრა 6:6. სერენამ ესისი ჩააწოდა -7:6 და კაროლინამ ერთი ბურთი აუტში გაუშვა, უილიამსმა ტაი-ბრეიკზე 8:6 იმარჯვა და ფინალში გავიდა.
მატჩი 2 სათსა და 15 წუთს მიმდინარეობდა. სერენამ 12 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. კაროლინას არც ერთი ეისი არ ჩაუწოდებია და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. სერენამ კაროლინას მე-10 მატჩი მოუგო, ხოლო ვოზნიაცკის სულ ერთხელ ჰყავს ამერიკელი დამარცხებული 2012 წელს მაიამის ტურნირზე.
სერენას მოწინააღმდეგე ფინალში ჰალეპ-რადვანსკას წყვილში გამარჯვებული იქნება. რუმინელის და პოლონელის მატჩში დღეს თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.