ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტური გალისიაში გაიხსნა. “ესტადიო ბალაიდოსზე” ვიგოს “სელტამ” “ლევანტე” მიიღო და სამბურთიანი სხვაობით გაანადგურა.
“ლევანტეს” არც მწვრთნელის შეცვლამ უშველა და კვლავ საშინელი შტაბეჭდილება დატოვა. სტუმრებმა 90 წუთის მანძილზე ალვარესის კარის მიმართულებით ერთხელაც ვერ დაარტყეს ზუსტად. ანგარიში 27-ე წუთზე ლარივეიმ გახსნა პაბლო ერნანდესის გადაცემით და პირველი ნახევარი თავის გუნდს მინიმალური სხვაობით მოაგებინა. 83-ე წუთზე არგენტინელმა დუბლი შეასრულა და თავის მე-6 გოლი გაიტანა ლა ლიგაში. 90-ე წუთზე კი, ალექს ლოპესმა საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა – 3:0.
“სელტამ” 9 თამაშში 16 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე იმყოფება, ხოლო “ლევანტე” 5 ქულით მე-19 ადგილზეა.
სელტა – ლევანტე 3:0 (1:0)
ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, გომესი, მალიო, ჯონი, პ.ერნანდესი (ა.ლოპესი 78), რადოხა, კრონ-დელი, მინა (მადინდა 68), ნოლიტო, ლარივეი (ჩარლესი 84).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
ლევანტე (4-2-3-1): მარინო, ხუანფრანი, როდასი, პ.ლოპესი, კარაბელასი, სიმაო (მ.სისოკო 72), დიოპი, ივანშიცი, რ.გარსია (ხუმეტრა 46), მორალესი (კასადედუსი 46), ბარალი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
გოლები: 1:0;2:0 ლარივეი (27;83), 3:0 ალექს ლოპესი (90).
გაფრთხილებები: ხუმეტრა, სიმაო, პ.ლოპესი
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმა: 13(4)-4(0), ჯარიმა: 14-16, კუთხური: 7-0, თამაშგარე: 2-0, სეივი: 0-1
ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 15. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 8. მესი (“ბარსელონა”) – 7.