კალათბურთი

2:46 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 11 ქულა და ბასკების პირველი წაგება

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ“ ევროლიგაში ლიტვური “ნეპტუნასის“ დამარცხების შემდეგ, გუშინ პირეოსში, “ოლიმპიაკოსთან“ 57:63 წააგო.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 22:46 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 9-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ვიტორიელთაგან შენგელიაზე მეტი ქულა მხოლოდ ფერნანდო სან ემეტერიომ დააგროვა – 14, “ოლიმპიაკოსს” კი ბელგიის მოქალაქეობის მქონე ამერიკელმა მეტიუ ლოესკიმ ულიდერა 15 ქულით.

D ჯგუფში “ლაბორალ კუჩას” თითო მოგება-წაგება გააჩნია და მხოლოდ პირეოსელებს ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი, 31 ოქტომბერს, შინ თურქულ “გალათასარაისთან“ გამართავს.

0.063545