სინგაპურში მიმდინარე ქალ ჩოგბურთელთა შემაჯამებელ ტურნირზე, მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერმა დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ თეთრ ჯგუფში ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილი დაიკავა.
დანიელმა რეიტინგის მე-3 ნომერი ჩეხი პეტრა კვიტოვა დაამარცხა (6:2, 6:3).
პირველ სეტში, პეტრა 2:1 იგებდა ბრეიკით, მაგრამ დანიელმა ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტიშიც კვიტოვა დაწინაურდა 2:0, მაგრამ კაროლინმა კვლავ მოახერხა სეტის შემობრუნება და ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო.
ჩეხმა 1 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, დანიელმა 1 ეისი მოაწონდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მატჩი საათსა და 10 წუთი მიმდინარეობდა.
თეთრ ჯგუფში 3 მოგებით ვოზნიაცკი პირველზე გავიდა. მეორე ადგილი პოლონელმა აგნეშკა რადვანსკამ დაიკავა.
იხილეთ თეთრი ჯგუფის საბოლოო სატურნირო მდგომარეობა
1. | კაროლინ ვოზნიაცკი | 3 | 3 | 0 | 6:1 | 3 |
|
2. | აგნეშკა რადვანსკა | 3 | 1 | 2 | 3:4 | 1 |
|
3. | მარია შარაპოვა | 3 | 1 | 2 | 3:5 | 1 |
|
4. | პეტრა კვიტოვა | 3 | 1 | 2 | 2:4 | 1 |
|