სინგაპურში მიმდინარე ქალ ჩოგბურთელთა შემაჯამებელ ტურნირს რეიტინგის მე-2 ნომერი, რუსი მარია შარაპოვა გამოეთიშა. რუსმა პოლონელი აგნეშკა რადვანსკა დაამარცხა (7:5, 6:7, 6:2), თუმცა მომდევნო ეტაპზე ასაპარეზობას ვერ განაგრძობს. თეთრ ჯგუფში მარიას 1 მოგება და 2 წაგება აქვს. სამი მოგებული სეტი და 5 წაგებული. რადვანსკასაც 1 მოგება და 2 წაგება აქვს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ სამი სეტი მოიგო და 4 წააგო.
დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის უკვე განაღდებული აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლა. ხოლო რადვანსკა-კვიტოვას შორის ვინ გააღწევს შემდეგ ეტაპზე, ამას ვოზნიაცკი-კვიტოვას შეხვედრა გარკვევს, რომელიც რამდენიმე წუთია რაც დაიწყო.
თეთრი ჯგუფის მიმდინარე სატურნირო მდგომარეობა.
1. | კაროლინ ვაზნიაცკი | 2 | 2 | 0 | 4:1 | 2 | |
2. | პეტრა კვიტოვა | 2 | 1 | 1 | 2:2 | 1 | |
3. | აგნეშკა რადვანსკა | 3 | 1 | 2 | 3:4 | 1 | |
4. | მარია შარაპოვა | 3 | 1 | 2 | 3:5 | 1 |